ლეო მესიმ შესაძლოა საუდის არაბეთში ფეხბურთისთვის სარეკორდო ფული იშოვოს.
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ „ალ ჰილალმა“ პსჟ-ს ფორვარდს ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, რომელიც წლიურად 400 მილიონ ევროზე მეტს ითვალისწინებს.
თავად ფეხბურთელს სურს ევროპაში დარჩენა, ეს არის მისი პრიორიტეტი. ამასთან, არ თანხმდება პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რადგან გარკვეულ სპორტულ გარანტიებს ითხოვს.
Sky Sports-იც ამტკიცებს, რომ ფორვარდი არ გააგრძელებს კონტრაქტს და ზაფხულში დატოვებს პარიზულ კლუბს.
„ბარსელონა“ დაინტერესებულია არგენტინელის დაბრუნებაში, მაგრამ კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის სიტუაციის გარკვევას ელოდება.
GIPHY App Key not set. Please check settings