in

მაშინ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ეს გამხდარი ბიჭი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდებოდა

Deccanherald.com-მა ძალიან საინტერესო მასალა გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლისა” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე.

“თავის დროზე, ხვიჩა კვარაცხელია სოფელში, მდინარის პირას, ფეხშიშველი დასდევდა ბურთს, მაგრამ ახლა საფეხბურთო მსოფლიოში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაა.

ფეხბურთელი მამის კვალდაკვალ 11 წლისა ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” აკადემიაში და 5 წელი გაატარა ამ კლუბში. ამჟამად კი ის “ნაპოლის” კაშკაშა ვარსკვლავი და ლიდერია. მისი მონაგარი 14 გოლს და ამდენივე საგოლე გადაცემას შეადგენს.

“მაშინ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ეს გამხდარი ბიჭი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდებოდა”, – აცხადებს თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის მაშინდელი მრჩეველი ლევან სალუქვაძე.

ჯერ კიდევ 2017 წელი იყო, როცა კვარაცხელიამ კარიერა დაიწყო საქართველოს გამორჩეულ კლუბში. მაშინ ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ.

“მენეჯერები მაშინ ფიქრობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო მზად უფროსებთან სათამაშოდ”, – აცხადებს სალუქვაძე. ის იქვე ამბობს, რომ კლუბის პრეზიდენტმა მაშინ იკითხა – ხომ არ ჯობდა ერთი-ორი წლით დალოდება, სანამ ხვიჩა ძირითად გუნდს შეუერთდებოდა, მაგრამ ორ წელიწადში კვარაცხელია “რეალში” ან “ლივერპულში” ითამაშებსო, იყო პასუხი.

ახლა კვარაცხელია არის საერთაშორისო დონის ვარსკვლავი, რომელსაც “ნაპოლის” ფანებმა უწოდეს “კვარადონა” თავიანთი კერპის, დიეგო მარადონას პატივსაცემად.

სალუქვაძის თქმით, ბავშვობაში ხვიჩა იყო – “მორცხვი, მოწესრიგებული ბიჭი, რომელიც მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა”.

“ბავშვობიდან ის მთლიანად იყო კონცენტრირებული ფეხბურთზე და დღესაც ფეხბურთი მისთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაო. ამიტომაა მისი ფინტები, თამაში, სირბილი და აჩქარებები ამხელა ბედნიერების მომნიჭებელი”, – ესეც სალუქვაძის სიტყვებია.

თბილისის “დინამოს” მაშინდელი სკაუტი თეიმურაზ უგრეხელიძე კვარაცხელიას “ძალიან ნიჭიერ, სისწრაფითა და ტექნიკით გამორჩეულ ბავშვს” უწოდებს. მისი თქმით, კვარაცხელიას ტექნიკა არ იყო მხოლოდ ბურთის შენარჩუნებისთვის, ის ყოველთვის მზად იყო შეტევისთვის.

ის ასევე ამბობს, რომ ხვიჩა ძალიან მონდომებული იყო, რომ მას ერთი ვარჯიშიც კი არ გაუცდენია… იყო მაგალითი მთელი გუნდისთვის, ნიჭიერი და მიზანდასახული, ვინც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის.

ბიოგრაფი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ კვარაცხელიას ნიჭის სათავე ფეხბურთის უზომო სიყვარულია. ის მას ბავშვობაშივე დაჰყვა ოჯახიდან და მშობლიური სოფლიდან, რომელიც დასავლეთ საქართველოშია.

ძალიან ხშირად, ყველა ინტერვიუში, კვარაცხელია თავისი მიღწევების გამო საკუთარ ოჯახს უმადლის. “მისი ბაბუა მამია და მამა, ბადრი, წარმატებული ფეხბურთელები იყვნენ. ბებია დუნია კი ფეხბურთის დიდი მოყვარული – ძალიან უცნაური ენთუზიასტი”, – ამბობს კეკელიძე და აგრძელებს:

“მისი სურვილი იყო, ყველა შეხვედრა დასრულებულიყო ფრედ, რადგან თამაშის მერე არავის ჰქონოდა იმედგაცრუება. მისი დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ხვიჩა “ნაპოლიში” გადავიდა. “ნაპოლის” მატჩების დროს ის იჯდა ტელევიზორთან და ლოცულობდა ნეაპოლელთა გამარჯვებისთვის”.

როცა იანვარში ქალბატონი დუნია გარდაიცვალა, “რომასთან” მატჩის დროს ხვიჩას მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ სპეციალური სამაჯური ეკეთა.

კეკელიძე ამბობს, რომ კვარაცხელიას მშობლიურ სოფელ ნაკიფუში, სადაც მხოლოდ 700 ადამიანი ცხოვრობს, ფეხბურთი უზომოდ უყვართ.

სახელი “ხვიჩა” მეგრულად ვარსკვლავს ნიშნავს და დღეს ამ ვარსკვლავზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მის მშობლიურ მხარეში.

ქართული ფეხბურთის ვეტერანი მეისტორიე, თენგიზ პაჭკორია, ვინც ხვიჩას საფეხბურთო კარიერას თვალს დასაწყისიდანვე ადევნებს, ამბობს, რომ ფეხბურთელად მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ქართული ფეხბურთის მდიდარმა ტრადიციებმა.

პაჭკორიას თქმით, ქართული ფეხბურთის “ოქროს ხანაში”, გასული საუკუნის 60-80-იან წლებში უცხოური პრესა ქართველ ფეხბურთელებს “საბჭოთა ბრაზილიელებად” მოიხსენიებდა.

“ეს იყო უაღრესად ტექნიკური, იმპროვიზაციით სავსე ფეხბურთი, რომელსაც მიეკუთვნება დიდი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი. კვარაცხელიას სათამაშო სტილი მათი ესთეტიკიდან იღებს სათავეს”, – დასძენს პაჭკორია.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი ფინიქსთან

400 მილიონი – მესის სარეკორდო ხელფასი შეთავაზეს: ლეოს მაინც ევროპა უნდა