in

ნაპოლის ასეთი რამ 20 წელზე მეტია არ დამართნია: ყველაზე ცუდი მარცხი 21-ე საუკუნეში

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ „მილანთან“ ცივი შხაპი მიიღო და 0:4 წააგო.
მთელი სეზონი დიდებულად მოთამაშე გუნდისგან ასეთი რამ მოულოდნელი იყო, თანაც „მილანს“ 4 მატჩი ვერ მოეგო.

მოკლედ, ასეა თუ ისე, „ნაპოლიმ“ სერია ა-ში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იგემა 21-ე საუკუნეში. ბოლოს ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე ჩემპიონატში 4 და მეტი ბურთით 2000 წელს წააგეს – „ბოლონიასთან“ 1:5.

ისე კი „ნაპოლი“ ასეთი სხვაობით 2007 წლის 2 დეკემბრის მერე არ აგებს – მაშინ “ატალანტამ“ 5:1 აჯობა.

იტალიის ჩემპიონობასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ცხადია, მაგრამ „ნაპოლისა“ და „მილანის“ რბოლა ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ატლეტიკოს არჩევანი მამარდაშვილია: ერთადერთი, ვინც გუნდის გადარჩენას ახერხებს

21-ე საუკუნის საუკეთესო ბრაზილიელების ათეული: ვინ გაიტანა, პასი ვინ მისცა