გოგა ბითაძემ ორლანდოში პირადი რეკორდი გაიმეორა. 29 მარტს ორლანდოს ქართველმა ცენტრმა 13 წუთში 13 ქულა ჩააგდო, ხოლო 2 აპრილს ეს შედეგი დეტროიტთან გაიმეორა, ოღონდ 13 ქულა არასრულ 18 წუთში ჩააგდო.
ორლანდომ დეტროიტს დამაჯერებლად – 128:102 სძლია, რაშიც ბითაძემ საკუთარი წვლილი შეიტანა. გოგა სათადარიგო იყო და ყველა პერიოდში დაახლოებით თანაბარი დროით ითამაშა. მან 17:51 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა.
ორლანდომ 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის თითქმის დაკარგული აქვს. ფლორიდელებს 34 გამარჯვების წილ 44 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან. მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, შინ კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings