საქართველოს ჩემპიონატში მე-6 ტური გაიმართა. პირველ სათამაშო დღეს ძალიან საინტერესო რამ მოხდა: გაიმართა სამი მატჩი. სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. სულ შვიდი გოლი გავიდა, შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა და შვიდივესთვის ეს პირველი ბურთი გამოდგა მიმდინარე ჩემპიონატში…
საქართველოს ჩემპიონატი. VI ტური
დილა – სამტრედია 1:0
01.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 მახარობლიძე (67′ გეილის პასით)
ეს გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. „სამტრედიამ“ კი მიმდინარე სეზონში სამივე გასვლითი შეხვედრა წააგო.
ტორპედო – თელავი 2:1
01.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
1:0 ბუღრიძე (50′ გ. კუხიანიძის პასით), 1:1 ვ. ფაცაცია (66′ პარკინაშვილის პასით), 2:1 მონტეირო (88′ გეგეჭკორის პასით)
თელაველებისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იყო: გუნდს სათავეში ჩაუდგა სომეხი სპეციალისტი ვარდან მინასიანი.
ქუთაისელები ჯერჯერობით წაუგებლები არიან.
საბურთალო – გაგრა 3:0
01.04. რუსთავი. სფფ ტექნიკური ცენტრი
1:0 ო. მამაგეიშვილი (34′ გ. მამაგეიშვილის პასით), 2:0 ტაბატაძე (42′ პენ), 3:0 გ. კოხრეიძე (63′ პენ)
„საბურთალომ“ ადვილად მოუგო „გაგრას“, რომელიც აუტსაიდერად ყალიბდება.
„გაგრამ“ ზედიზედ მე-5 მატჩში წააგო და აქედან ზედიზედ მეორე დიდი ანგარიშით. „საბურთალომ“ კი მე-4 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი.
აღვნიშნოთ ისიც, რომ „საბურთალოში“ დაბრუნებულმა გიორგი კოხრეიძემ პირველი გოლი გაიტანა, რაც მისთვის ბოლო ორ წელიწადში პირველია.
შუქურა – დინამო (თბ) 1:2
02.04. ანგისა. ჯონი ბაკურიძე
1:0 აფხაზავა (2′ სარდალიშვილის პასით), 1:1 კობოური (33′ ოსეი პასით), 1:2 მარუშიჩი (90+5′ სიგუას პასით)
თბილისელებმა გამარჯვების გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც კომპენსირებული დროც იწურებოდა და ლიდერობა შეინარჩუნეს.
დინამო (ბთ) – სამგურალი 2:0
02.04. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
1:0 ღუდუშაური (7′ ალთუნაშვილის პასით), 2:0 ალთუნაშვილი (24′ კვერნაძის პასით)
ბათუმელებმა ორი დიდებული გოლი გაიტანეს და ისე მოიგეს.
ბათუმის „დინამო“ 16 ქულით მე-2 ადგილზეა (თბილისის “დინამოს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება).
GIPHY App Key not set. Please check settings