ბელგიაში ფეხბურთელმა სპორტდარბაზის კედელი გაანგრია ავტომობილით, რომელსაც 200 კმ/სთ სიჩქარით მართავდა.
„ლევენის“ ნახევარმცველის სოფიან კიინის მანქანა გზიდან ჰაერში აიწია, რამდენიმე მეტრი იფრინა და დარბაზის კედელს შეეჯახა.
ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელის „მერსედესი“ 200 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა, როდესაც შეზღუდვა 90 კმ/სთ-მდე იყო.
„ავარიის დროს შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, მაგრამ ისინი ზუსტად შეჯახების წინ გასახდელში წავიდნენ“, – აცნობა ადგილობრივმა სპორტულმა ჩინოვნიკმა ფაბიან პავონმა.
კიინი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, მას მრავალი დაზიანება აქვს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აი შარში კი უეჭველი გაჰყო თავი.
GIPHY App Key not set. Please check settings