ლეო მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მისცა ამხანაგურ მატჩში კიურასაოსთან (კუნძული კარიბის ზღვაში) – 7:0.
ფორვარდმა მე-100, 101-ე და 102-ე გოლები გაიტანა არგენტინის ნაკრებში.
მესი გახდა ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელსაც მინიმუმ 100 გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ნაკრებში.
რეკორდსმენია კრიშტიანო რონალდო – 122 გოლი პროტუგალიის ნაკრებში, რომელსაც მოჰყვება ირანელი ალი დაეი – 109 გოლი.
კლუბებში (პსჟ და „ბარსელონა“) კი ლეოს 701 გოლი აქვს.
ასე რომ, კარიერაში მას 803 გოლი მოუგროვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings