in

მე მას შანსი მივეცი: ხვიჩა – მსოფლიო ვარსკვლავია – ვაისი კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მისი პროგრესი შეაფასა.

როდესაც ხვიჩა „ნაპოლიში“ გადავიდა, ვამბობდი, თუ თავში ყველაფერი წესრიგში ექნებოდა, ის მსოფლი ვარსკვლავი გახდებოდა. კვარაცხელია სწორედ აქეთკენ მიდის. მისი კარიერა არაჩვეულებრივია. გავიდა ერთი წელი და ბათუმიდან „ნაპოლიში“ აღმოჩნდა და როგორ თამაშობს! მე მას შანსი მივეცი, როდესაც ის მხოლოდ 18-19 წლის იყო. ის უდიდესი ტალანტია და კარგი ბიჭია. წარმატებებს ვუსურვებ. ის თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს სისწრაფეებზე. შესანიშნავ სეზონს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ახლა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია.

ანუ თქვენ ითამაშეთ დიდი როლი მისთვის ნაკრებში?

მე მას შანსი მივეცი, მან ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია ამ თაობაში, როგორც კვარაცხელია, ჩაკვეტაძე. საქართველოში იყვნენ და იქნებიან ნიჭიერი ფეხბურთელები. შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა – მსოფლიო ვარსკვლავია.

გაქვთ ამჟამად კონტაქტი?

ახლა არა, რადგან კლუბში ვმუშაობ. ყოველთვის მოვიკითხავ ხოლმე მას და მთელ გუნდს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ კომპენსაცია გაზარდა: მუნდიალზე სანაცვლოდ კლუბები 355 მილიონს მიიღებენ

კონმებოლის ოფისში მესის ქანდაკება დადგეს: პელეს და დიეგოს გვერდით – ვარსკვლავების ღამე