in ,

ვლადიმირ ვაისი: ეს ტრანსფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია – ხვიჩას დიდი კარიერა ექნება

21 წლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

“ვიცი მისი შესაძლებლობები და მჯერა ყველაფერი გამოუვა. “ნაპოლიში” გადასვლა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვისაც კარგი ნიშანია. ხვიჩას შეუძლია იტალიაში თავი კარგად წარმოაჩინოს. შესაბამისი თვისებები და მონაცემები რომ არ ჰქონოდა, “ნაპოლი” მისით არ დაინტერესდებოდა. სამი წლის წინ, ახალგაზრდა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გამოვიძახე და შანსი მივეცი. იმ შემთხვევაში, თუ საქმეს გონივრულად და პროფესიონალიზმით მიუდგება, მას დიდი კარიერა ექნება”, – თქვა ვაისმა.

ნუკრი რევიშვილი: ნაპოლისთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტხანს მიდიოდა – დიდი ალბათობით ზაფხულში დავითაშვილიც წავა

ბოლო პერიოდში, იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას აურელიო დე ლაურენტისის გუნდში გადასვლა მთავარი განხილვის საგანია. ავტორიტეტულმა corriero dello sport-მა ხვიჩას “ქართველი მესიც” უწოდა.

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ყაზანის “რუბინი” დატოვა დროებით ბათუმის “დინამოში” ირჯება. აჭარული გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2016-2020 წლებში იკავებდა და “ჯვაროსნებს” 47 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი თავკაცობით ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი ჩრ.მაკედონიის წინააღმდეგ, რომელშიც 0:1 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წლის 7 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. ისე კი, ხვიჩას ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაყიდის თუ არა დე ლაურენტისი ნაპოლის?

კვარაცხელია მესი და რონალდოზე წინ: ხვიჩა Transfermarket-ზე ყველაზე ნახვადია