in

სამი, ორი, ერთი… საქართველო პირველია

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

ბოლოს მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა – ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ვაზარით დაამარცხა.

სულამანიძემ ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს, ხოლო ზაალიშვილმა თურქ მუნირ ერთუგს სძლია – ორივემ ვაზარით გაიმარჯვა.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგია, რომ გავიმარჯვეთ: შემდეგი გაჩერება უკვე ევროპაა

ვიდეო: შოთა და ქინქი ლეგენდების მატჩში… ერთმანეთის წინააღმდეგ – მსოფლიომ რეინჯერსი დაამარცხა