in

წლის საბოლოო რეიტინგი: ბექაური და შავდათუაშვილი წონის ლიდერები არიან

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა. მამაკაცებში 7 წონიდან 2-ს ქართველი ლიდერობს და დანარჩენებიც მოწინავე პოზიციებზე არიან.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიას ტაივანელი იან იუნ ვეი ლიდერობს. რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე კი, რეიტინგში მეორეა. ქართველთაგან ყველაზე კარგი შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს, რომელიც რეიტინგში მე-18 ადგილზეა. მსფოლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი კი, 21-ე ადგილს იკავებს.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიას სამხრეთ კორეელი ბაულ ანი ლიდერობს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი მეორეა.

73 კილოგრამდე წონით კატეგორიას ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს. 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა. შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამი დიდი ტურნირის – მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ოქროს მედალს ფლობს.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიას ბელგიელი მატიას კასე ლიდერობს. ქართველი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი რეიტინგში მეორეა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიას ლაშა ბექაური ლიდერობს. ლაშამ 2021 წელს ოლიმპპიური ჩემპიონობა მოიპოვა და მანამდე ევროპის ჩემპიონიც ტრიუმფალურად დაასრულა. წონის მეორე ნომერი უზბეკი დავლათ ბობონოვია. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი კი, მესამე პოზიციას იკავებს.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიას რუსი არმან ადამიანი ლიდერობს. წონაში ქართვეკთაგან ყველაზე კარგი შედეგი ილია სულამანიძეს აქვს, რომელიც წონის მეათე ნომერია.

მძიმე წონით კატეგორიას რუსი ტამერლან ბაშაევი ლიდერობს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გურამ თუშიშვილი კი, მეცხრე ადგილს იკავებს. თუშიშველზე კარგი პოზიცია გელა ზააალიშვილს აქვს, რომელიც წონის მეექვსე ნომერია.

რაც შეეხება ქალთა ძიუდოს. ქართველი ქალი ძიუდოისტებისგან მოწინავე ადგილი ეთერ ლიპარტელიან აქვს. ლიპ[არტელიანი -57 წონითი კატეგორიის მეშვიდე ნომერია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე დაბრუნდა და 70 წუთი ითამაშა: ქეცბაიას ანორთოსისი კონფერენს ლიგას გამოეთიშა

ვალენსიამ გადაწყვიტა: ღამურები მამარდაშვილს გამოისყიდიან – ყველაფერი სამშაბათს გადაწყდება