in

და სახელად ეწოდება – ლიონელ მესი: არგენტინის ნაკრების ბაზას ლეოს სახელი მიანიჭეს

ლეო მესის სახელი უკვდავყვეს არგენტინის ნაკრების ბაზაზე.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ ესეისეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მშენებარე ნაგებობას გუნდის კაპიტნის სახელს უწოდებენ.

„სამი სართული გამოიყოფა ეროვნული გუნდების საცხოვრებლად. აქ იქნება საწვრთნელი ცენტრი და უმაღლესი დონის სამედიცინო ცენტრი. აქ ასევე იქნება სხვადასხვა საშუალებები, აღდგენითი ოთახები, აუდიტორია 360 ადამიანზე.
ამიერიდან ამ კომპლექსმა მიიღო სახელწოდება – ლიონელ ანდრეს მესი“, – განაცხადა ტაპიამ.

„მადლობელი ვარ ასეთი აღიარებისთვის, ეს ძლიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. უკვე 20 წელია ამ ადგილზე დავდივარ. რთული პერიოდი გამომივლია, მაგრამ აქ მოსვლისას ყველაფერი მავიწყდებოდა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მოხარული ვარ, რომ ეს ადგილი ჩემს სახელს ატარებს.
მე მათ შორის ვარ, ვინც ფიქრობს, რომ პატივი ადამიანს სიცოცხლეში უნდა სცე, ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული აღიარებაა, ამ ადგილის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, – ეს უკვე თავად დაფასებული მესის სიტყვებია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთი ევროს სულ იგებს, ხორვატია ევროს არ აგებს: ბოლო წუთების უელსი

კვარაცხელია განმსაზღვრელია: ნაპოლი სერიოზულია და ფინალში გასვლა შეუძლია