in

საქართველო გუნდურში მსოფლიო თასზე პირველია

იტალიის ქალაქ პიზაში ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიოს თასი გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) შესანიშნავად იასპარეზა: ჯერ უნგრელებს აჯობა – 45:40, ნახევარფინალში ტაილანდს მოუგო – 45:23, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი პოლონეთი დაამარცხა – 45:30 და პირველი ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, პირად პირველობაზე ჩვენები საპრიზო ადგილებზე ვერ გავიდნენ. B კატეგორიაში ირმა ხეცურიანმა რაპირით ნადია დოლონს (უკრაინა) 15:11 აჯობა, მაგრამ რონ ქსიაოსთან (ჩინეთი) წააგო 8:15 და მე-5 ადგილზე გავიდა.

ხეცურიანი ასევე მეხუთე აღმოჩნდა ხმლით ფარიკაობაშიც. აქაც ერთი მეტოქე დაამარცხა, თინ თონი (ჰონკონგი) – 15:11, ხოლო რონ ქსიაოსთან (ჩინეთი) წააგო – 12:15.

A კატეგორიაში ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იფარიკავეს. რაპირაში ნინა მე-9, გვანცა კი მე-10 ადგილზე გავიდა. ხმალში თიბილაშვილი მე-5, ზადიშვილი კი მე-10 იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა კარგი გუნდია ეს ნაპოლი – კომენტარები

ბარსამ მე-100 კლასიკო მოიგო და ჩემპიონი ხდება