in

სანდრო სასტარტოში იყო და 33 წუთი ითამაშა – ვიდეო

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი სან ანტონიო სფურსში. ქართველ ფორვარდს ახალ გუნდში სათამაშო დრო მანამდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაეზარდა, თუმცა ბოლო მატჩში მას საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს მოუწია მოედანზე ყოფნამ. ამას ხელი სან ანტონიოს ნიგერიელი ფორვარდის, ჩარლს ბასის ტრავმა შეუწყო, რის შემდეგაც მამუკელაშვილმა ორლანდოსთან წინა მატჩში რეკორდულად მეტი – 21:29 წუთი ითამაშა, გასულ შეხვედრაში კი ეს შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

სანდრომ დალას მავერიკსთან ოვერტაიმში წაგებულ მატჩში 33:15 წუთი ითამაშა. მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთელი დამატებითი 5 წუთიც გაატარა და ის მოედანზე იყო რეგულარული დროის ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ყველაზე კრიტიკული წუთები იყო. მამუკელაშვილმა რეგულარულის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე სამქულიანი ჩაგდო, რითაც სან ანტონიო 117:114 დააწინაურა, თუმცა თამაშის ძირითადი 48 წუთი ფრედ დასრულდა და ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მასპინძელმა დალასმა 137:128 იმარჯვა.

მამუკელაშვილს საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა ამ მომენტში ყველანაირ ციფრზე მნიშვნელოვანი ის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ყოფნის 33 წუთში მიიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანდრო მოედანზე ყველაზე დაძაბულ მომენტებში იდგა და თამაშის ამინდს ქმნიდა. მან მთელი ოვერტაიმი ითამაშა, რომლის დაწყებისას სადაო დგება მოიგო, ბურთო ორჯერ მოხსნა და თითო სროლა – (სამქულიანი და დამატება) ააცილა.

მამუკელაშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. მამუკალაშვილს მოედანზე გატარებულ 33:15 წუთში (მეორე შედეგი სან ანტონიოში) ბურთი არ დაუკარგავს. მასზე მეტი, 36 წუთი მხოლოდ კელდონ ჯონსონმა ითამაშა, რომელიც გუნდის ლიდერია და ამჯერადაც საუკეთესო იყო: 27 ქულა, 8 მოხსნა.

მორიგ მატჩში, 18 მარტს, დასაველთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი სან ანტონიო ერთ-ერთ ლიდერ მემფისს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გუტიმ ხვიჩას მაისური და წერილი გაუგზავნა – საჩუქარი კვარასაც აქვს

ნაპოლი ¼ ფინალშია, როგორ ითამაშა კვარამ და რა დაუწერეს