in

არადა, რა მაგარი იქნებოდა… კრიშტიანოს ხვიჩასთან არ უშვებენ

კრიშტიანო რონალდოს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არც თუ დიდი ხნის წინ დაიწერა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი მომდევნო სეზონშიც დარჩებოდა “მანჩესტერში”. ტენ ჰაგის მისვლისა და ლაპარაკის შემდეგაც დადასტურდა, რომ ახალი მწვრთნელსაც სურს კრიშტიანოს გუნდში ყიფნა, მერე უარყვეს “ბაიერნის” ვარიანტი და საკითხიც თითქოს დაიხურა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად რონალდო ფიქრობს რამდენად ღირს “იუნაიტედში” დარჩენა. საქმე ისაა, რომ სუპერვარსკვლავს ამბიციურ კლუბში თამაში სურს, ხოლო უყურებს რა კლუბის აქტიურობას (თუ პირიქით პასიურობას) სატრანსფერო ბაზარზე, მოტივაცია ეკარგება. კრიშტიანო ვერ გრძნობს ამბიციას, თორემ ტენ ჰაგთან პრობლემა არ აქვს. მას სულ ცოტა ჩემპიონთა ლიგაზე მაინც უნდა თამაში. ამასობაში რამდენიმე სხვა ვარიანტთან ერთად გამოჩნდა იტალიური “ნაპოლის” თემაც. ეს The Athletic-ის მონაცემებია.

წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა ხვიჩა და კრიშტიანო ერთ გუნდში – ერთად შეტევაში, პასები, დრიბლინგები, ფინტები…

ეს ინფორმაცია უყურადღებდ არ დაუტოვებია თავად “ნაპიოლისაც”.
იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი უარყოფს რონალდოსადმი ინტერესს.
“ჩვენ არ ვართ დაინტერესებული კრიშტიანო რონალდოსთან კონტრაქტის გაფორმებით” – თქვა კრისტიანო ჯუნტოლიმ.

სხვათა შორის ისიც ითქვა, რომ “მანჩესტერი” დარვინ ნუნიესისთვის აქტიურად შეებრძოლებოდა “ლივერპულს”, რონალდოს წასვლის სურვილის თაობაზე რომ სცოდნოდა.

მაგრამ წასვლა ასე მარტივი ვერ იქნება, რადგან ESPN-ის თქმით, მანკუნიანელები თავდამსხმელს არსად არ გაუშვებენ ამ ზაფხულს. კლუბი დაინტერესებულია, რომ პორტუგალიელმა თავისი კონტრაქტი ბოლომდე გამოიმუშაოს, რომელიც კიდევ ერთი წელია ძალაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გრანდები ახალ ფორმებს აჩვენებენ: ტრადიცია და სიახლე ადიდასისგან

წავაგეთ, არადა როგორ ვიგებდით – ვხურდებით იტალიამდე