ბოლივიის ჩემპიონატი სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო, მაგრამ სეზონის ყველაზე მხიარული გოლის პრეტენდენტი უკვე არის.
მე-6 ტურში ლიგის მეორე გუნდი მესამეს მასპინძლობდა: „ბოლივარი“ შინ წაუგებელ „ავრორას“ ეთამაშებოდა და მოუგო. გადამწყვეტი გოლი კურიოზული გამოვიდა.
„ბოლივარის“ ნახევარმცველი პაბლო ერვიასი საჯარიოში ჩაწოდებას შეეცადა და ბურთი მოულოდნელად მეკარეს თავზე გადაუგდო. ერვიასის რეაქციაც საინტერესოა – ძალიან გაწბილდა უზუსტო ჩაწოდების გამო და შესაძლოა გოლის მომენტი არც დაუნახავს.
გოლის ავტორზეც ვთქვათ. ერვიასი 30 წლისაა და „სოსიედადში“, „ოსასუნაში“, „ოვიედოში“,“ელჩეში“, „ეიბარში“, „ვალიადოლიდსა“ და „მალაგაში“ უთამაშია.
2010 წელს კი U-17 ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა დეულოფეოსთან, ხესესთან, პაკო ალკასართან, საულთან და ბერნატთან ერთად.
GIPHY App Key not set. Please check settings