in

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა – ქართველი ფეხბურთის არსია

football-italia-მა ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთის არსია და რომ ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.

აი რა წერია სტატიაში:

ძნელია „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათება აღმატების გარეშე, რაც იტალიურმა პრესამ სცადა „ატალანტასთან“ მისი წარმოუდგენელი გოლის შემდეგ.

22 წლის ქართველი გარემარბი 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა, სერია A-ში 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

კვარაცხელია ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ ელექტროენერგიისა და მღელვარების სიმბოლოა, რომელიც აყალიბებს სახიფათო პარტნიორობას ვიქტორ ოსიმენთან, რათა გუნდი სამი ათწლეულის განმავლობაში პირველ სკუდეტომდე მიიყვანოს.

კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გაიტანა გოლი, რომელიც ასახავს იმას, თუ რატომ არის ის თაობის ტალანტი თავისი სწრაფი ფეხებითა და ჯადოსნური შეხებით.

La Gazzetta dello Sport-მა შეეცადა ქართველი გარემარბის შექებას, რომელიც იმსახურებს ამ სპექტაკლისთვის და აღნიშნა, რომ „ძნელია ზედსართავები ამ ბიჭისთვის, რომელიც ფეხბურთის არსია“.

Tuttosport-მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვინც გულშემატკივრებს ახარებს სტადიონზე თქვა: „ის თავისით ღირს ბილეთი. მან მატჩი ოსტატური თამაშით გახსნა და მეტოქის დაცვა ხახამშრალი დატოვა“.

კვარაცხელიას რეიტინგი იტალიურ გაზეთებში:

Gazetta dello Sport – 8
Tuttosport – 8
Corriere dello Sport – 8
Il Matino – 8
Corriere della Sera – 7.5

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეაპოლში მალე ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ

ვიდეო: ძალიან სასაცილო გოლი ბოლივიიდან – ვერ ჩააწოდა და… გაიტანა