in

ბარსამ ევროპაში რომ გაიბრწყინოს კვარაცხელია სჭირდება: ჩავი ხვიჩას ითხოვს

ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდში ჯერ ერთი სეზონიც არ უთამაშია და უკვე რა ხანია მის შესახებ დიდი გუნდების ინტერესზე იწერება. ახლა კიდევ ერთი გრანდი გამოჩნდა – „ბარსელონა“.

ქართველის გაფორმებას გუნდის მწვრთნელი ჩავი ითხოვს. ამის შესახებ ესპანელები წერენ.

ჩავი ერნანდესი უკვე გეგმავს მომავალ სეზონს და მისი პრიორიტეტი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, კვარაცხელიას ხელმოწერაა, რომელმაც ყურადღება სანახაობრივი თამაშით მიიპყრო. ქართველი გარემარბი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელმაც ევროპაში ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია და თავისი კლუბი სერია ა-ში გაალიდერა.

გარდა იმ კონკურენტებისა, რომლებიც „ბარსას“ ეყოლება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, კვარაცხელიას წამოყვანის დიდი პრობლემა ის არის, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ სურს თავისი გუნდის ერთ-ერთი მარგალიტის გაშვება.

თუმცა ჩავის არ სურს დანებება. ის მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას შეუძლია გახდეს ვარსკვლავი, რომელიც „ბარსელონას“ თამაშში ხარისხს შეიტანს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე სჭირდება. „ბარსას“ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვსკის ხერხემლის შენარჩუნება ევროპაში წარმატებული გამოსვლისთვის. მწვრთნელი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას მსგავსი არაორდინალური მოთამაშეებია საჭირო იმისათვის, რომ „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გაიბრწყინოს.

დიახ, „ბარსას“ მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება, რათა შეეცადოს არა კვარაცხელიას, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენას. ბუსკეტსის, ჟორდი ალბას ან თუნდაც დე იონგის წასვლა შეიძლება დაეხმაროს „ბარსელონას“ სახელფასო ლიმიტის გათავისუფლებაში და კლუბს მანევრირების საშუალება დაუტოვოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა შესაძლოა ტრაბზონში დაბრუნდეს: გააჩნია ვინ გახდება პრეზიდენტი

ბაიერნი ისევ ფავორიტია, ნაპოლი მე-4 ადგილზეა: ვინ მოიგებს ლიგას