მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან ლატვიაში უსახურად დამარცხდა – 66:79.
წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა:
„ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული ძალიან ცუდი თამაში. ვერ მოვახდინეთ სათანადო კონცენტრაცია. იყო მიზეზი, რამაც ამაში ხელი შეგვიშალა – მატჩის წინ ფეხი იტკინა გოგა ბითაძემ.
ასეთია კალათბურთი. არის კარგი და ცუდი მომენტები. თუმცა არ უნდა გავჩერდეთ, ერთ გუნდად უნდა დავრჩეთ, ერთად ვიშრომოთ და ერთად ვიბრძოლოთ.
ახლა კონცენტრირება ესპანეთთან 4 ივლისის მატჩზე უნდა მოვახდინოთ.
მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდს ლატვიაში ქომაგობდნენ”.
როგორც ცნობილია, თამაშის დასრულების შემდეგ, უკრაინის ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი საქართველოს სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, მოულოდნელად შეტრიალდა და ჩვენი გუნდის მისამართით უხამსი ჟესტით ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელებმა ამ ინციდენტზე არ ისაუბრეს.
GIPHY App Key not set. Please check settings