in

კატასტროფული პერფორმანსი რიგაში: ეს საქართველოს ძალიან ცუდი ასლი იყო – რას იმსახურებს უკრაინის მწვრთნელი და მისი არაკაცური ჟესტი?!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა უკრაინის ნაკრებთან და 66:79 განადგურდა. საქართველოს უფრო დიდი სხვაობითაც წაუგია ხოლმე და ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ წაგებას ხომ გააჩნია?

26-დან 4 ჩაგდებული სამიანი, 12 გაცუდებული საჯარიმო ტყორცნა და სრული ქაოსი პარკეტზე! დემორალიზირებული გუნდი, რომელმაც, თითქოს პირველად ითამაშა ერთად. ვერავინ იგებდა პასი სად უნდა გაკეთებულიყო ან როგორ ესროლა…

წავაგეთ უკრაინის ნაკრებთან, რომელსაც მთავარი ძალა ალექს ლენი აკლდა და მის გარდა კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელიც ვერ ეხმარებოდა. პრევიუ ასეთი იყო: ძალიან შესუსტებული უკრაინა ოპტიმალური საქართველოს წინააღმდეგ (მინუს მამუკელაშვილი). გაუგებარი მიზეზის გამო გოგა ბითაძეს 1 წამიც არ გაუტარებია პარკეტზე, იმედს ვიტოვებთ, რომ მცირე ტრავმასთან გვაქვს საქმე და არა სერიოზულთან ანდაც რაიმე კონფლიქტთან…

This image has an empty alt attribute; its file name is ukraina-georgia-riga-2.jpg

არც განწყობა და არც სურვილია საიმისოდ, რომ მატჩი დეტალურად გავარჩიოთ. დაგვიბრიყვეს, თან ისე უფროსკლასელი ბაგა-ბაღის აღსაზრდელს რომ დაჩაგრავდა. იმათ დაგვჩაგრეს თუ თავად საკუთარი თავი რთული სათქმელია…

გვესმის კალათბურთია, მაკფადენს კიარა სტეფ კარის გაუცუდებია ზედიზედ 10 შორეული ტყორცნა, მაგრამ ის, რაც 2 საათის განმავლობაში ვნახეთ, ღამის კოშმარს ჰგავდა. გასაგებია, ერთმა მოთამაშემ მატჩი ჩააგდოს, მაგრამ ყველამ?! ამაზე პასუხს ვერ ვხედავთ. ზედიზედ გაცუდებული საჯარიმო ტყორცნები, ქაოტური იერიშები და ნაჩუქარი გამარჯვება მოწინააღმდეგეს.

This image has an empty alt attribute; its file name is ukraina-georgia-riga-4.jpg

საქართველოში ნამუშევარმა აინარს ბაგადსკისია თუ… არანაირი სურვილი არ მაქვს, დრო დავხარჯო და მისი სახელის ზუსტი ფრონაუნსისათვის გავისარჯო. მატჩის დასასრულს, ერთ დროს „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა და ახლა უკრაინის ნაკრების უზრდელმა მესაჭემ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამს ამგვარი ჟესტი უჩვენა: ერთი ხელი მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მეორე ქვემოდან ამოდებული. კორექტულობის მაქსიმალური დაცვით, ვცდილობ აღგიწეროთ უზრდელი და არაკაცი მწვრთნელის საქციელი. უმალ, მასთან გაჩნდნენ ჩვენი კალათბურთელები და ლამის გუნდურ ჩხუბამდე მივიდა საქმე. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე ჩაერია და ლატვიელს აუხსნა, რომ უზრდელია (საუბრის ზუსტი შინაარსი უცნობია, მაგრამ სხვა რაუნდა ეთქვა?).

მოკლედ, სიტყვაწყლიანობისათვის საკმარისად ცუდ ხასიათზე ვართ. ჯერ იყო ბასილა უიმბლდონს დაემშვიდობა, შემდეგ წყალბურთელთა მარცხი და ტორტზე ალუბლად კალათბურთელთა მატჩი.
4 ივლისს, ესპანეთი ჩამოდის და დარბაზი გასავსებია! პირველად გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონ „ლეხს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა

ბრძოლაში იაპონიასთან: საქართველო მსოფლიოში მეათეა