in

ბრძოლაში იაპონიასთან: საქართველო მსოფლიოში მეათეა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში შევიდა. პირველად იასპარეზა ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატზე და საკმაოდ ღირსეული და მისაღები – მე-10 ადგილი დაიკავა. მოვიგეთ ორი მატჩი, თანაბრად ვეთამაშეთ ძალიან ძლიერ მონტენეგროს, ბევრიც არაფერი დავუთმეთ მასპინძელ და ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს. შედეგი უთუოდ მისაღებია და ბიჭებს მადლობა ეთქმით.

ბოლო შეხვედრა საქართველო მე-9 ადგილისთვის გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იაპონიასთან 15:16 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მეტოქეს პირველი მეოთხედი 5:3 მოუგო. მეორე პერიოდში იაპონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედი საკმაოდ დაბალშედეგიანი აღმოჩნდა, გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაიტანეს და ბოლო პერიოდში იაპონელებს კვლავ მცირე უპირატესობა ჰქონდათ. მეოთხე მეოთხედის ბოლო წამამდე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ 15:16 წააგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კატასტროფული პერფორმანსი რიგაში: ეს საქართველოს ძალიან ცუდი ასლი იყო – რას იმსახურებს უკრაინის მწვრთნელი და მისი არაკაცური ჟესტი?!

ეს იყო ძალიან ცუდი თამაში: ზუროსი ერთ გუნდად დარჩენაზე ფიქრობს