in

სხვაგან მოთამაშე საშინაო მატჩები და ორი უგოლო თამაში: ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგის მეორე ტური გაიმართა და ორი უგოლო მატჩი ვნახეთ.

გოლები არ გავიდა „თელავისა“ და „გაგრის“ შეხვედრაში. არადა, უკვე მე-4 წუთზე „გაგრამ“ პენალტი ვერ გაიტანა. მომენტები ამის შემდეგაც იყო ორივე კართან, მაგრამ მიზანს ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია.

მეორე უგოლო მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ და გორის „დილამ“ დაბალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში გაიყვეს ქულები (ქუთაისის სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება).

ზესტაფონში მოთამაშე“ „შუქურამ“ 2:1 დაამარცხა „სამგურალი“, რომელიც უკვე 10 წუთში 10 კაცით დარჩა. ამით ნომინალურ მასპინძლებს საქმე გაუმარტივდათ და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.

თბილისის „დინამომ“ კი „შინ“, გორში „სამტრედია“ დიდი პრობლემების გარეშე დაამარცხა – 4:0 და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ტურის პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალა, „საბურთალო“ 3:1 დაამარცხა და აჭარულმა გუნდმაც სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ეროვნული ლიგა, II ტური

დინამო (ბთ) – საბურთალო 3:1
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (32), 1:1 კაპანაძე (49), 2:1 ბიძინაშვილი (56),
3:1 ფლამარიონი (60)

დინამო (თბ) – სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 სიგუა (10), 2:0 მოისწრაფიშვილი (14, პენ), 3:0 იმრანი (81), 4:0 მარუშიჩი (90+2)

შუქურა – სამგურალი 2:1
გოლები: 1:0 ქურდაძე (24), 2:0 ფაცაცია (52). 2:1 ჩიხრაძე (90+6)

ტორპედო – დილა 0:0
თელავი – გაგრა 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომჯობინდნენ და ველოდებით – ლეგიონერები

მეფე გიორგი: მიქაუტაძეს კარგი თამაში დაუფასეს და KING’KAUTADZE შეარქვეს – ფოტო