ლიგა 2-ში დაძაბული ბრძოლები გრძელდება ცხრილის ზედა ნაწილში. შედარებით მშვიდად არის ლიდერი „ჰავრი“, ხოლო სამი-ოთხი გუნდი მეორე ადგილისთვის და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის. მათგან ორი „ქართული“ გუნდია – მიქაუტაძის „მეცი“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“.
მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და მეცს მოაგებინა
26-ე ტურში ჟირონდელებმა „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლეს და ქულები დაკარგეს: გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვეს ხელიდან – 1:1.
სამწუხაროდ, ამ ჯერზე დავითაშვილი ძირითადში ვერ მოხვდა და მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე გამოჩნდა („ბორდო“ უკვე იგებდა).
„ბორდოს“ 46 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი 11 მარტს უშუალო კონკურენტ „სოშოსთან“ უწევს სტუმრად.
GIPHY App Key not set. Please check settings