ლეო მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში უცნობებმა სუპერმარკეტი დაცხრილეს, რომელიც ფეხბურთელის ცოლის ანტონელა როკუცოს ოჯახს ეკუთვნის, თავად კი შეტყობინება დაუტოვეს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 3:20 საათზე მოხდა, როდესაც მაღაზია დაკეტილი იყო. ორი უცნობი მოტოციკლით სუპერმარკეტს მიუახლოვდა და სროლა დაიწყეს, შემდეგ კი შენობაზე წააწერეს დატოვეს: „მესი, გელოდებით. ხავკინი (როსარიოს მერი) ნარკომოვაჭრეა, ის შენზე არ იზრუნებს“.
მარტის ბოლოს მესი არგენტინაში უნდა ჩავიდეს ნაკრებში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ.
როსარიოში ნარკომოვაჭრეთა ბანდების მხრიდან ძალადობა უცხო არ არის.
მომხდარს გამოეხმაურა არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი.
„ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან როსარიოში ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ძალიან სერიოზულია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელსა და როსარიოს მერს ელაპარაკა.
GIPHY App Key not set. Please check settings