in

ნაპოლი გაძვირდა: რამდენად გაყიდიან ხვიჩას და ოსიმენს

„ნაპოლის“ დიდებული თამაში მიმდინარე სეზონში ყურადღების მიღმა არავის არ დარჩენია. ცხადია, იმატა ფეხბურთელების მიმართ ინტერესმაც და მათმა ფასმაც. განსაკუთრებულად ოსიმენსა და კვარაცხელიას გამოარჩევენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სხვებიც მშვენივრად თამაშობენ და დიდი წვლილი შეაქვთ საერთო წარმატებაში.

ჩემპიონატის დაწყებამდე „ნაპოლის“ საერთო ღირებულება 400 მილიონს ოდნავ აღემატებოდა, ახლა კი 800 მილიონია.

ამაში ყველაზე დიდია ხვიჩას წვლილი. 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის ფასი 100 მილიონს სცდება.

150 მილიონი ევრო ღირს ოსიმენი, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირია (19 გოლი)

„ნაპოლიმ“ სლოვაკ სტანისლავ ლობოტკაში 21 მილიონი ევრო გადაიხადა (2020 წლის იანვარში), დღეს კი მისი ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.

კორეელი ცენტრალური მცველი კიმის ფასი 60 მილიონამდე ადის, არადა მასში 19 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ფეხბურთლების ფასმა შესაძლოა კიდევ იმატოს იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშებს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ¼ ფინალში ცალი ფეხით უკვე გასულია. აბა იტალიის ჩემპიონობა თითქმის ჯიბეში უდევს (მდევარს მთელი 18 ქულით უსრებს).

ამასობაში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს თუ რამდენად შეელევა კვარაცხელიასა და ოსიმენს – მას ჯამში 300 მილიონ ევრო სურს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსია მამარდაშვილს ყიდის: გიორგი ბარსასთან შავებში ითამაშებს

ფოტო: მესიმ 35 ოქროს აიფონი იყიდა არგენტინელებისთვის