ახალი ძველი ამბავი კვარაცხელიაზე. ისევ და ისევ იწერება ქართველით დაინტერესებულ კლუბებზე.
CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, რომ „სიტი“ და „ნიუკასლი” დაკვირვებით ადევნებენ თვალ-ყურს 22 წლის ფეხბურთელს. ჩვენიანი ასევე აინტერესებთ პსჟ-ს და „რეალს“.
წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ არ სურს ოსიმენისა და კვარაცხელიას ერთდროულად, ერთ ზაფხულს გაშვება. ხვიჩა ჯერ არ განიხილავს გუნდიდან წასვლას.
არაერთხელ დაიწერა, რომ „ნაპოლი“ მზადაა კვარაცხელიას ხელფასი გაუორმაგოს – 1.2 მლნ ევროდან 2.5 მლნ-მდე, კონტრაქტი კი 2028 წლამდე გაუხანგრძლივოს.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 26 მატჩი, 12 გოლი და 15 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings