საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა.
უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში დონეცკურმა გუნდმა ლვოვში „მინაი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი მცველი 61-ე წუთზე შევიდა (ანგარიში უკვე 4:1 იყო).
ჩვენიანი მთელ ფლანგს აკონტროლებდა და სახიფათო იერიშებსაც იწყებდა.
შეგახსენებთ, აქამდე გიორგის ევროთასებზე თამაშის საშუალება არ მიეცა. იმედია, აწი უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება.
„შახტარი“ კი33 ქულით მე-2 ადგილზეა და „დნიპრო 1“-ს 2 ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings