ESPN-ის ჯურნალისტი მარკ ოგდენ ასეთ სიახლეს იტყობინება: „პსჟ მზადაა ნეიმარი იჯარით ან მუდმივად გაუშვას. მათ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ აქვთ, რადგან მბაპე კვირაში მილიონს იღებს, ნეიმარის ხელფასი კი 700 000 ევროა, მესიც კვირაში მილიონზეა. გუნდს ამ სამი მოთამაშისათვის სეზონურად 150 მილიონის გადახდა უწევს“.
წარმოიდგინეთ, მოთამაშე გინდათ იჯარით, რომლის ხელფასიც წელიწადში 40 მილიონი ევროა. ეს უბრალოდ პარალელური სამყაროს სცენარს ჰგავს, მაგრამ პარიზულმა გრანდმა თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ ეს რეალური სურათია. 222! მილიონი ევრო მოთამაშის სანაცვლოდ და 40 მილიონი ევრო ხელფასი… ნეიმარის ტრანსფერმა მსოფლიო ფეხბურთის ვექტორი შეცვალა და ფასების დარეგულირება დღემდე ვერ ხერხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings