in

ვინ გახდება წლის აფრიკელი: ნომინანტები ჩამოწერეს

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ აფრიკაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ნომინანტები გამოაცხადა.

ჯილდოს პრეტენდენტები არიან:

რიად მარეზი („სიტი“, ალჟირი), ბერტრან ტრაორე („ასტონ ვილა“, ბურკინა-ფასო), ბლატი ტურე („პირამიდსი“, ბურკინა-ფასო), ედმონდ ტაპსობა („ბაიერი“, ბურკინა-ფასო), ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისა („ნაპოლი“, კამერუნი), კარლ ტოკოეკამბი („ლიონი“, კამერუნი), ვენსან აბუბაქარი („ალ-ნასრი“, კამერუნი), იუსუფ მშანგამა („გენგამი“, კომორის კუნძულები), ფრანკ კესიე („მილანი“, კოტ დივუარი);

სებასტიან ალერი („აიაქსი“, კოტ დივუარი), მოჰამედ აბდელმონემი („ალ-აჰლი“, ეგვიპტე), მოჰამედ ელ-ნენი (ეგვიპტე და „არსენალი“), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე და „ლივერპული“), მოჰამედ ელ-შენავი (ეგვიპტე და „ალ-აჰლი“), მუსა ბაროუ (გამბია და „ბოლონია“), ნაბი კეიტა (გვინეა და „ლივერპული“), ალიუ დენგი (მალი და „ალ-აჰლი“), ამარი ტრაორე (მალი და „რენი“), ივ ბისუმა (მალი და „ტოტენჰემი“);

აშრაფ ჰაკიმი (მაროკო და პსჟ), სოფიან ბუფალი (მაროკო და „ანჟერი“),იახია ჟაბრანი (მაროკო და „ვიდადი“), იასინ ბუნუ (მაროკო და „სევილია“), მოზეს საიმონი (ნიგერია და „ნანტი“), ედუარ მენდი (სენეგალი და „ჩელსი“), კალიდუ კულიბალი (სენეგალი და „ნაპოლი“), ნამპალის მენდი (სენეგალი და „ლესტერი“), სადიო მანე (სენეგალი და „ბაიერნი“), სალიუ სისი (სენეგალი და „ნანსი“), ალი მაალული (ტუნისი და „ალ-აჰლი“).

გამარჯვებული გამოვლინდება კონფედერაციის ტექნიკური კომიტეტის, მედიის, ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად.

დაჯილდოების ცერემონია 21 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყენია ისევ მოთამაშე მწვრთნელია

პსჟ ნეიმარის იჯარით გაშვებაზეც თანახმაა, მაგრამ…