გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და „მეცს“ მორიგი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ქართველის გუნდმა 25-ე ტურის შეხვედრაში „ნიმს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
მიქაუტაძე ძირითადში იყო. ანგარიში სწორედ მან გახსნა, 30-ე წუთზე.
მეორე გოლი 67-ე წუთზე იუსუფ მაზიზმა გაიტანა, რომელიც ბელგიურ „სერენში“ ქართველ თავდამსხმელთან ერთად თამაშობდა.
მიქაუტაძე მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე შეცვალეს.
გიორგის 24 შეხვედრაში 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველზეა.
ზედიზედ ორი ფრის შემდეგ „მეცმა“ 3 ქულა მიიმატა, 41 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი 1 ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (ხვალ თამაშობს) და 3 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ „სოშოს“.
GIPHY App Key not set. Please check settings