in

ხვიჩამ გოლები გაატანინა, მაგრამ არ ჩაეთვლება: ნაპოლიმ ისევ მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარეს და მორიგი თამაში მოიგეს – სტუმრად „ემპოლისთან“ 2:0.

ნეაპოლელებმა პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. გოლები მე-17 და 28-ე წუთებზე გაიტანეს. ზოგადად, გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. ბურთი თითქმის სულ სტუმრებს ჰქონდათ და ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ წარმატება.

კვარა ბუნებრივია ძირითადში იყო და ჩვეულად აწუხებდა მარცხენა ფლანგზე მეტოქეს. რამდენად ყურადღებითაც არ უნდა იყვნენ მის მიმართ, ხვიჩა მაინც ახერხებს ხიფათის შექმნას. ჩვენიანმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ ეგაა, რომ ეს სტატისტიკაში არ დაუფიქსირდება და საგოლე მოქმედებას ვერ მიუმატებს.

მე-17 წუთზე კვარაცხელიამ მარცხნიდან საჯარიმოში შორეული ზუსტი პასი მიაწოდა ზელინსკის, რომლის დარტყმული მცველს მოხვდა და ბურთი კარში წავიდა.

28-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მეკარემ მოიგერია, რომელსაც ოსიმენი დაუხვდა და სეზონში მე-19 გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე უხეშობისთვის მარიო რუი გააგდეს და ლუჩანო სპალეტიმ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელია გაიყვანა მცველის მატიას ოლივეირას შესაყვანად.

24 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და 18 ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელსაც ტურის მატჩი დღეს შუადღეს აქვს სტუმრად „ბოლონიასთან“.

„ნაპოლის“ კი მომდევნო მატჩი უფრო სერიოზული უწევს, 3 მარტს შინ მიიღებს ოთხეულისთვის მებრძოლ „ლაციოს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მეცმა მოიგო – ფოტო

მამარდაშვილი ყველაზე კარგია – სასწაული: ვალენსიამ მოიგო