დიდი ხანი არ არის, რაც დავწერეთ, რომ იტალიური „უდინეზე“ ქართველი თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა. უდინელებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ქართველ ფორვარდში ახალ კვარაცხელიას აღმოაჩენენ. როგორც ჩანს, იტალიური კლუბის ინტერესი სერიოზულია, რადგან ამ თემაზე საუბარი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
მიქაუტაძეს უდინეზე აკვირდება: იტალიაში კიდევ ერთი ხვიჩა უნდათ
ახლა უკვე ირკვევა, რომ „უდინეზეს“ სამი ვარიანტი აქვს შერჩეული, თუმცა პირველ ნომრად და პრიორიტეტად ფრანგულ „მეცში“ მოთამაშე ქართველია.
ჩვენიანის გარდა „უდინეზე“ აკვირდება „სპეციას“ ანგოლელ შემტევ მბალა ნზოლას და მექსიკური „ტიგრესის“ არგენტინელ თავდამსხმელ მატეო რეტეგის.
„უდინეზე“ ამჟამად სერია ა-ში 30 ქულით მე-10 ადგილზეა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან ლიგა-2 ში 21 შეხვედრა ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings