საფრანგეთის TOP 14-სა და PRO D2-ში ტური არ გავა ისე, რომ ქართველი ტურის სიმბოლურში არ მოხვდეს. ტურის სიმბოლურ გუნდებს ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა MIDI olimpique აქვეყნებს.
ამჯერად, TOP 14-ის სიმბოლურ გუნდში “ბორდოს” ქართველი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი მოხვდა, ყაულაშვილის “ბორდომ” “კლერმონი” 18:9 დაამარცხა. ლექსო თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, “კლერმონის” შემადგენლობაში მარქაფიდან ჩაერთო თამაშში დავით ქუბრიაშვილი
რაც შეეხება, საფრანგეთის რანგით მეორე ტურნირს (PRO D2) აქ ტურის სიმბოლურში ქართველი მეორე ხაზელი გიორგი ჯავახია მოხვდა. ჯავახიას “ორიაკმა” “მასი” 19:7 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings