თბილისის „დინამომ“ ერთი კარგი ფეხბურთელი დაიმატა – გიორგი ხარაიშვილი.
2018 წელს ხარაიშვილი იჯარით შვედეთის „გიოტებორგში“ წავიდა, 27 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. კლუბმა ტრანსფერი გამოისყიდა და ხარაიშვილიც „გიოტებორგის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ იქცა. 2021 წლიდან გიორგი „ფერენცვაროშში“ გადავიდა, სადაც ტრავმების გამო ბევრი არ უთამაშია და რადარებიდან შედარებით გაქრა. იმედია გიორგი აღიდგენს ფორმას და ისევ გახდება აქტუალური ფეხბურთელი.
ხარაიშვილს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.
უნდა ითქვას ისიც, რომ „დინამოს“ ამჟამინდელი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ხარაიშვილს მშვენივრად იცნობს. გიორგი კარიერას „საბურთალოში“ სწორედ ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით იწყებდა.
საქართველოს ნაკრების ერთ დროს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კი „გაგრას“ ფეხბურთელია. ის გუნდში ზაფხულამდე დარჩება.
31 წლის ოქრიაშვილი სწორედ „გაგრას“ აღზრდილია და კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. შეგახსენებთ, თორნიკე ბოლოს კვიპროსში თამაშობდა, „ანორთოსისსა“ და „აპოელში“.
ოქრიაშვილის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ნათამაშები და 12 გოლი გატანილი.
GIPHY App Key not set. Please check settings