საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსიდან“ „ორლანდო მეჯიქმა“ აღმოჩნდა. „მეჯიქმა“ ცენტრი მოჰამედ ბამბა გაუშვა და მისი ადგილი შეავსო ქართველმა.
როგორც ცნობილი ხდება, ბითაძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა დარჩება თუ არა „ორლანდოში“ მეორე წელს, ეს კლუბის მენეჯმენტზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ნაკრების მსგავსად გოგა ახალ გუნდში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მოჰამედ ბამბა „მეჯიქში“ მეოთხე ცენტრად მიიჩნეოდა, სასტარტოში კი 23 წლის ვენდელ კარტერ ჯუნიორი თამაშობს, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 15.1 ქულას აგდებს. გუნდში მთავარ მოთამაშედ პაოლო ბანკეროს თვლიან.
„ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი 44 წლის ამერიკელი ჯამალ მოსლია.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებითა და 34 წაგებით მე-13 ადგილზეა.
გეხსომებათ, „ორლანდო“ არ არის გუნდი პირველი ქართველისთვის. აქ ზაზა ფაჩულიას 2 წელი აქვს ნათამაშევი (2003 წელს დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩია).
GIPHY App Key not set. Please check settings