CIES Football Observatory-მა გამოაქვეყნა კლუბების რეიტინგი საუკეთესო სატრანსფერო ბალანსით.
კვლევითმა ჯგუფმა შეადარა სატრანსფერო შემოსავლები და გასავლები ბოლო 5 სეზონის მიხედვით. საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა „ბენფიკას“. პორტუგალიური კლუბი 370 მლნ ევროიან პლუსშია.
რეიტინგში 100 კლუბი მოხვდა. დაანგარიშებისას გაითვალისწინეს ბონუსები, რომლებიც სატრანსფერო ფასში იდო.
ტოპ 10 კლუბი დადებითი ბალანსით:
1. ბენფიკა (+370 მლნ ევრო);
2. ლილი (+308 მლნ);
3. აიაქსი (+292 მლნ);
4. ზალცბურგი (+287 მლნ);
5. სპორტინგი (+268 მლნ);
6. ლიონი (+229 მლნ);
7. პსვ (+199 მლნ);
8. პორტო (+178 მლნ);
9. ბრაგა (+142 მლნ);
10. უდინეზე (+131 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings