სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში, “ლეიკერსის” წინააღმდეგ ითამაშა და “მილუოკი ბაქსის” მორიგ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. ლეიკერსს ტრავმის გამო ლებრინ ჯეიმსი აკლდა და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერს გახდა – 106:115.
ქართველმა ფორვარდმა 12:48 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილი მოედანზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა „ბაქსი“ 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-დან 1 სამქულიანით, 2-დან 1 ორქულიანითა და 2-დან 1 საჯარიმოთი დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.
შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „ლეიკერსის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი „ბაქსმა“ 15 ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა, მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოს-ანჯელესური კლუბიდან კი, ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა – მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.
“მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მეცხრე მოგება მოიპოვა და ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ „ბოსტონ სელტიკსია“, ომელსაც 1 მოგებით მეტი აქვს მოპოვებული. მილუოკი შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings