in

ვიდეო: შენგელიამ ბარსელონას 10 ქულა ჩაუგდო

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგის მორიგ ტურში ბოლონიაში „ბარსელონას“ უმასპინძლა. პირველი წრის მატჩი, რომელიც კატალონიაში გაიმართა, შენგელიას თანაგუნდელებს ჰქონდათ მოგებული. ამჯერად გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრა დამაჯერებლადა მოიგეს – 92:75.

შენგელიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. 5-დან ოთხი ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ბარსელონას“ ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს 24 თებერვალს შინ „ბასკონიასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამ ზამთარს რეკორდი დამყარდა – ქალებმაც და კაცებმაც ყველაზე ბევრი დახარჯეს: ფიფას ანგარიში

მამუკელაშვილის 6 ქულა 13 წუთში და მოგება ლეიკერსთან