ფიფამ 2023 წლის იანვრის ტრანსფერების ანგარიში გამოაქვეყნა.
მამაკაცთა ფეხბურთში 4 387 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა. ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი ზამთრის ფანჯრისთვის 2010 წლის შემდეგ, რაც ტრანსფერებზე თვალყურის დევნება დაიწყეს.
ტრანსფერების რაოდენობა 14.4%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ( 3 834), ხოლო ტრანსფერების საერთო ღირებულება 49.4%-ით მეტია იმასთან შედარებით, რაც 2022 წლის იანვარში დახარჯეს (1.05 მილიარდი).
კლუბებმა ჯამში სარეკორდო თანხა დახარჯეს – 1,57 მილიარდი დოლარი.
ხარჯის 57,3 პროცენტი ინგლისურ კლუბებზე მოდის – 898,6 მლნ დოლარი.
ინგლისელებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა გუნდმა მთელ მსოფლიოში.
მეორე ადგილზეა საფრანგეთი (131,9 მლნ), მესამეა – გერმანია (85,8 მლნ).
ქალთა ფეხბურთშიც საერთაშორისო ტრანსფერებმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 341. ხარჯებმა ქალთა შორის ახალი რეკორდი დაამყარა – 774 300 დოლარი.
მომდევნო ანგარიშს ფიფა სექტემბერში გამოაქვეყნებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings