in

გოგა ინდიანადან წამოვიდა: ქართელი თავისუფალი აგენტია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე, რომელმაც არასრული 3 სეზონი ნბა-ს კლუბ “ინდიანა პეისერსში” გაატარა, თავისუფალი აგენტია. გუშინ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშეთა გაცვლების ბოლო დღე იყო და არაერთი ტრეიდიც განხორციელდა, რომელშიც ბითაძის გუნდიც იყო ჩართული. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის გვარი გარიგებაში არ მონაწილეობდა: ტრეიდის განხორციელების შემდეგ ინდიანამ ბითაძეს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა და ის ამ მომენტიდან უგუნდოდაა.

რაც შეეხება გაცვლას, მასში ბრუკლინ ნეტსი და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი მონაწილეობდნენ. მილუოკიმ მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. პეისერსმა მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში.

ბითაძის მომავალი გუნდის ვინაობა, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზის პიქტოგრამები: როგორია სპორტი ოლიმპიადაზე

ვიდეო: ბეჟანიშვილმა ამჯერად 12 ქულა იკმარა