ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი კარს მოგვადგა და უკვე მომდევნო კვირაში დიდი ევროპული ფეხბურთი დაბრუნდება. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ახლა უკვე ჩვენიანიც წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს და თან ვინ და როგორ წარმოადგენს. ხვიჩა და მისი „ნაპოლი“ დიდებულად გამოიყურებიან და 1/8 ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტის“ გავლის შანსი ნადვილად აქვთ.
ტურნირს განახლებამდე უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა „ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია ახსენა და ორივე თბილად დაახასიათა.
„ნაპოლიმ“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს გუნდი ძალიან კარგია და შეიძლება ითქვას, ახლოსაა სრულყოფილებასთან.
მათ შეძლეს ისეთი გუნდების განადგურება, როგორებიც არიან „ლივერპული“, „აიაქსი“, „რეინჯერსი“… იტალიური გუნდებიდან ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი „ნაპოლის“ აქვს.
ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ნამდვილ სენსაციად იქცნენ – ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, პიოტრ ზელინსკი…
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ ჩამოაყალიბა ბრწყინვალე გუნდად, რომელიც საიმედოა დაცვაში და შესანიშნავია შეტევაში“, – წერია უეფას საიტზე.
GIPHY App Key not set. Please check settings