in

მამარდაშვილი მომავლის მეკარეა: როგორ მოხვდა გიორგი ესპანეთში

გიორგი მამარდაშვილზე გამოცემა elmundo-მ წერილი გამოაქვეყნა. ავტორი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარის პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას და გიორგის ესპანეთში ტრანსფერის საინტერესო ფაქტს ასაჯაროებს.

„ვალენსიას“ ლა ლიგიდან გასავარდნ ზონას ერთი ქულა აშორებს. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შორის „ვალენსიამ“ ყველაზე ცოტა, 24 გოლი გაუშვა, ეს კი გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის დამსახურებაა. ის ლა ლიგაში „სეივებით“ მეხუთე ადგილზეა, ბოლო შეხვედრაში „ჟირონასთან“ შვიდი სახიფათო დარტყმა მოიგერია. „ვალენსიამ“ იპოვა 22 წლის გიგანტი ქართველი, რომელიც ელიტურ ლიგაში გატარებული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ევროპას თავისი კატისებური რეაქციით აოცებს. მან ევროპული კლუბების სელექციონერთა ყურადღება მიიქცია.

ის აგენტმა ანტონიო ლოპესმა ევროპის ლიგის მატჩში აღმოაჩინა, როდესაც „გრანადა“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა (სინამდვილეში ლოპესი ქართველმა მენეჯერმა, ლევან სეთურძემ დააინტერესა – რად.). ლოპესის თქმით, მან ყველა ესპანურ გუნდს გაუგზავნა წერილი, რომელსაც თან მამარდაშვილის სტატისტიკა და თამაშის ვიდეოები დაურთო.

„ელჩე“, „ჟირონა“, „ლევანტე“ და „ფუენლაბრადა“ დაინტერესდნენ, მაგრამ რეალური ნაბიჯი მხოლოდ „ვალენსიამ“ გადადგა – თბილისის „დინამოდან“ მამარდაშვილი იჯარით წამოიყვანა და სანაცვლოდ ქართულ კლუბს 50 ათასი ევრო გადაუხადა.

ბორდალასმა („ვალენსიას“ ყოფილი მწვრთნელი) 20 წლის მეკარეში სასურველი თვისებები დაინახა და ნდობა გამოუცხადა, ამან კი მამარდაშვილს თავდაჯერება შესძინა.

გიორგიმ ბევრი რამ მამისგან, დავითისგან ისწავლა, რომელიც ფეხბურთელობის დროს მეკარე იყო, შემდეგ კი მრავალი წლის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა.

ეჭვგარეშეა, რომ „ვალენსიამ“ მომავლის მეკარე იპოვა. გასული წლის სექტემბერში მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და, პრემიერლიგის კლუბების დაინტერესების ფონზე, მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაზარდა“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ტურის სიმბოლურშია

გუბანოვა მოსკოვში არ ისრიალებს: რუსული შოუ არ იქნება