გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ბოლო მატჩებში ბრწყინვალეა, განსხვავებით თავისი გუნდისგან. „ვალენსია“ უსუსურად გამოიყურება, ქართველი მეკარე კი ბევრჯერ ახერხებს გუნდის გადარჩენას, თუმცა ცხადია, მარტო ვერ გაუმკლავდება მეტოქეებს.
გიორგიმ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა ბოლოს, როდესაც „ვალენსია“ სტუმრად „ჟირონასთან“ 0:1 დამარცხდა. კარგი გარჯა ჩვენიანს დაუფასა Whoscored-მა, რომელმაც მე-20 ტურის სიმბოლური ნაკრების კარში სწორედ მამარდაშვილი დააყენა.
ავტორიტეტულმა ვებგვერდმა მამარდას თავიდან 7,9 ქულა დაუწერა, მაგრამ მერე 8,1-ზე გადააკეთა და სიმბოლურშიც მოხვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings