NBA-ის G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ „ვესტჩესტერ ნიქსი“ 126:112 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 37 წუთი ითამაშა და ამ დროში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა: 30 ქულა და 12 მოხსნა, ანუ ორმაგი დუბლი და რა გასაკვირია MVP-იც ის გახდა.
24 წლის ბეჟანიშვილმა 13 ორქულიანი (18-დან) და 2 ერთქულიანი (4-დან) ჩააგდო. გიორგიმ 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა, მაგრამ +/- მაჩვენებელი +13 ჰქონდა.
8 მოგებითა და 8 მარცხით „სკაიჰოუკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings