in

გაღმერთებ, პატივს გცემ, მადლობა… დღეს მეფის დაბადების დღეა: კრიშტიანო 38 წლის გახდა

კრიშტიანო რონალდო დღეს დაბადების დღე აღნიშნავს.
„ალ ნასრის“ თავდამსხმელი 38 წლის გახდა.

რონალდოს კარიერაში 5 „ოქროს ბურთი“ აქვს. ის თამაშობდა „მანჩესტერში“, „იუვენტუსში“, „რეალში“, „სპორტინგში“ და მოიგო 30 ტროფეი. პორტუგალიის ნაკრებში კი ევრო 2016-ზე გაიმარჯვა და ერთა ლიგაც მოიგო.

კრიშტიანოს ცრემლსადენი სიტყვებით მიულოცა მისმა გულმხურვალე ქომაგმა – დამ.

„დღეს მეფის დაბადების დღეა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ ძალიან მიყვარხარ. გაღმერთებ, პატივს გცემ და მადლობელი ვარ.
შენ – საუკეთესო ხარ, ვისაც ვიცნობ ამ სამყაროში. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სისხლი და ხორცი ვართ. ძალიან ძნელია შეხვდე შენს მსგავს.
დაე, ძალიან დიდხანს შენს ასაკს მიემატოს კიდევ ერთი წელი, რადგან ეს პლანეტა უშენოდ სიკაშკაშეს კარგავს…
დატკბი ჩემო ძვირფასო ძმაო. ძალიან მიყვარხარ“ – დაწერა ელმა ავეიურუმ.

კრიშტიანოს მიულოცა პორტუგალიის ნაკრებმაც.
„უდიადესს დღეს დაბადების დღე აქვს. გილოცავთ კაპიტანო“ – დაწერეს პორტუგალიის ნაკრების სოცქსელებში.

საინტერესოა „მანჩესტერის“ მილოცვა, საიდანაც ახლახან რონალდო სკანდალით წავიდა. ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის ძველი ფოტო გამოაქვეყნა, როდესაც პირველად მივიდა რონალდო ამ გუნდში. „დაბადების დღეს გილოცავთ, კრიშტიანო“ – წერია ფოტოზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ამბები: 16 მოგება 17-დან, ხვიჩას პასები – ოსიმენს მარტო ჰოლანდი ჯობნის

მამარდა ისევ კარგი იყო, ვალენსია ისევ ცუდი და კიდევ ერთი წაგება