გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ეს თვით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალთან“. თუმცა კრიზისში მყოფ „ვალენსიას“ მარტო ახალგაზრდა ქართველის კარგი გარჯა არ ყოფნის და კიდევ ერთი თამაში წააგო.
ცნობილმა პორტალმა Whoscored.com-მა მამარდაშვილის თამაში 6.8 ქულით შეაფასა, რაც ვალენსიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ვინისიუსი მიიჩნიეს.
“ვალენსია” 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს სტუმრად “ჟირონას” შეხვდება.
მარტო გიორგი რას უშველიდა: ვალენსიამ რეალთან წააგო
GIPHY App Key not set. Please check settings