საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მცველმა ეზგან ალიოსკიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:
“ეს სტადიონი ძალიან კარგად გვახსოვს, აქ ოცნებები ავიხდინეთ. ახლა განსხვავებული სიტუაციაა და სხვა ატმოსფერო იქნება. სკოპიეში მარცხი კი ჩვენთვის იყო მტკივნეული და წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს”.
შეკამათება რთულია, ისე კი რეალობა წამიდან წამამდე იცვლება და რაღაა დარჩენილი 2020 წლის ნოემბრიდან, ზუსტად 9 საათსა და 12 წუთში შევიტყობთ…
თავად ალიოსკი კი 2020 წელს “ლიდსის” ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, დღეს “ფენერბაჰჩეშია”
GIPHY App Key not set. Please check settings