ჩოგბურთში საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე ასპარეზობა დაიწყო. ჩვენები მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში ბოლივიას ხვდებიან.
პირველ დღეს ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე გამოვიდნენ და ორივე წარმატებით. მათ ხუან კარლოს პრადო ანჯელო და რაულ გარსია განსაკუთრებული გართულებების გარეშე დაამარცხეს – (2:0, 2.0).
დღეს, 3 თებერვალს წყვილების შეხვედრაა, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი სანტიაგო ნავაროსა და ლორბეგს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings