რაგბი ევროპის ახალი გათამაშება სტარტს იღებს. საქართველო პირველ შეხვედრას 5 თებერვალს „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის ნაკრებთან ჩაატარებს.
რაგბი ევროპის ვებგვერდმა იმ მორგბეების დაწერა, ვისაც გულშემატკივარმა ყურადღება უნდა მიაქციოს. 8-კაციან სიაში ჩვენგან დავით ნინიაშვილი და ბექა გორგაძე მოხვდნენ.
„TOP 14-ის კლუბ „ლიონში“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. 20 წლის ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა, ვისი თამაშიც ყურადღებას იპყრობს. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს – ნებისმიერ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ის ახალი სიმაღლეების დაპყრობას შეეცდება.
საქართველოს ნაკრებში ყურადღებას იმსახურებს ბექა გორგაძის თამაშიც. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მსგავსი მოთამაშეები მწვრთნელებს ძალიან უყვართ – ყველა შეხვედრის დროს დაუღალავად შრომობს და თავის მაღალ კლასს ყოველთვის ამტკიცებს“, – წერს რაგბი ევროპის ოფიციალური გვერდი.
GIPHY App Key not set. Please check settings