ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. განხორციელდა ბევრი საინტერესო ტრანსფერი, თუმცა ერთი მაინც გამორჩეულია, რადგან პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა: „ჩელსიმ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ მსოფლიო ჩემპიონი ენცო ფერნანდესი 105 მილიონ ფუნტად აიყვანა.
გადავეხდოთ მთავარ სატრანსფერო სიახლეებს.
ჰაკიმ ზიეში ნახევარწლიანი იჯარით პსჟ-ში ითამაშებს.
მარსელ ზაბიტცერი “მანჩესტერში” სეზონის ბოლომდე იჯარით მივიდა.
“ჩელსიმ” “ბენფიკასგან” ენცო ფერნანდესი იყიდა. ლონდონელებმა 105 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რაც პრემიერლიგის რეკორდია. კონტრაქტი 2031 წლამდეა.
“ნოტინგემმა” მეოთხე ტრანსფერი განახორციელა ამ ზამთარს: 33 წლის ცენტრალური მცველი ფელიპე აიყვანა, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობდა.
შვეიცარიელი ფორვარდი ჰარის სეფეროვიჩი “სელტაში” გადავიდა.
“სპორტინგმა” მოახერხა ექტორ ბელერინის ტრანსფერი “ბარსელონადან”.
“არსენალმა” ჟორჟინიო წარადგინა. “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგის ლიდერებს 10 მილიონ ფუნტად შეუერთდა.
დორტმუნდის „ბორუსიას“ ტორგან აზარი იჯარით „ეინდჰოვენში” წავიდა.
“მარსელმა” 22 წლის ფორვარდი ვიტინია იყიდა “ბრაგადან”.
პსჟ-ს 36 წლის მეკარე კეილორ ნავასი იჯარით ინგლისში წავიდა და “ნოტინგემის” კარში ჩადგება.
ჩაიშალა ისკოს გადასვლა ბერლინის “უნიონში” და ესპანელი უკლუბოდ დარჩა.
ფლორიან ტოვენი მექსიკური “ტიგრესიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით “უდინეზეს” შეუერთდა.
“ბაიერნმა” ჟოაო კანსელო წარადგინა. 28 წლის პორტუგალიელი მცველი გერმანულ გრანდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
დენის საურესი კატალონიაში ბრუნდება. 29 წლის ნახევარმცველი “ესპანიოლმა” “სელტადან” იჯარით გადაიყვანა.
კიევის “დინამოს” ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი “ბორნმუთში” გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings